ნინო წილოსანი რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციაზე - ეს დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული - პარლამენტის თავმჯდომარეც და ნებისმიერი ჩვენგანიც, როცა ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით ევროკავშირის ქვეყნებში, ვიზებს ვიღებდით

ვერანაირი ვიზებით ჩვენი დაშანტაჟება ვერ მოხდება! - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

წილოსანის თქმით, ეს საკითხი დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული.

„ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარეც და ნებისმიერი ჩვენგანიც როცა ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით ევროკავშირის ქვეყნებში - ვიზებს ვიღებდით. ვერანაირი სკანდალი ვერ გამოგივიდათ - ეს ფაქტია. ასევე, ვერანაირი ვიზებით ჩვენი დაშანტაჟება ვერ მოხდება!” - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ.

„გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს