„ლიდერფუდის“ დამფუძნებელი - არ მინდა, ხელი გავიშვირო და ქსელებზე ცუდად გამოვიდეს, მაგრამ წლიდან წლამდე „ქეშბექი“ მზარდია - მარკეტებში არის შესვლის გადასახადი, განთავსების, შეიძლება იყოს ქსელის დაბადების დღის

წლიდან წლამდე „ქეშბექი“ მზარდია - პროდუქტის ღირებულების 100%-დან არის 65%, რომელსაც ჩვენ უკან ვიბრუნებთ. ამ 65%-ში არის შემდეგ თვითღირებულება, საოპერაციო ხარჯები, არასაოპერაციო ხარჯები, ადმინისტრაცია, დისტრიბუცია და ა.შ. მოგება არის 5%. მოგების მარჟა არის 5%. - ამის შესახებ ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა ირაკლი დუმბაძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქეშბექის“ გარდა ქსელური მარკეტების მხრიდან გადასახადები არის შესვლის გადასახადი, განთავსების, შეიძლება იყოს ქსელის დაბადების დღის.

„ჩვენი ფასის 45% არის თვითღირებულება, 36-37% არის „ქეშბექი“, საშუალოდ. დანარჩენი უკვე ხარჯები, ადმინისტრაცია, დისტრიბუცია. დაახლოებით წმინდა მოგება 5-6%-ია. მგონი ნათლად ჩანს აქ ჩვენი პრობლემა რა არის.

არ მინდა, რომ ხელი გავიშვირო და ქსელებზე ცუდად გამოვიდეს, ვპარტნიორობთ, კოლეგები არიან, ურთიერთშეთანხმებით ხდება, მაგრამ... წლიდან წლამდე „ქეშბექი“ მზარდია. ამ პროცესებს გავდივართ ახლაც. ჩვენ შეიძლება აქ ვისხდეთ და აქედან რომ გავიდეთ, ამ „ქეშბექის“ გაზრდაზე იყოს საუბარი. ჩვენი გაყიდვების 90-95% არის ქსელი. რაც შეეხება ვადაგასულ პროდუქციას, ქსელიდან მთლიანად ჩვენ ვიბრუნებთ, რაც ჯამური გაყიდვების 5-6%-ია. ეს არის ის პროცენტი, რასაც ყოველთვიურად ვიბრუნებთ. ჩვენ ამას ადრე ვმარხავდით, ნაგავსაყრელზე იმარხებოდა. ესეც ჩვენი ტვირთი ხდება. თვიურად საუბარია 40 ტონაზე.

პირობითად რომ ავიღოთ, ჩემი პროდუქტი 1 კგ ღირს 10 ლარი. 10 ლარიდან 3.60-3.70 ლარი, რომელიც ასევე მზარდია „ქეშბექის“ მოთხოვნა, არის ქსელის. ყველა ქსელის შემთხვევაში ინდივიდუალურია. 10 ლარიდან ჩემთან მოვიდა 6.40 თეთრი. თუმცა მე რომ შევიტანე კილოგრამი 10 ლარად, მაღაზია კიდევ თავის მარჟას ამატებს. 10 ლარად შევიტანე, 11 ლარად მიიღო მომხმარებელმა. მაგრამ მე უკან თანხობრივად დავიბრუნე მაინც 6.40-6.50 ლარი.

რაც შეეხება გადასახადებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ქეშბექის“ ნაწილი. გარდა ამისა არის შესვლის გადასახადი, განთავსების, შეიძლება იყოს ქსელის დაბადების დღის. ბევრი რამ შეიძლება იყოს. მაგრამ ეს ჯამურად არ არის იმხელა, შეიძლება იყოს კიდევ დამატებით მაქსიმუმ 1-2%. ანუ პროდუქტის ღირებულების100%-დან არის 65%, რომელსაც ჩვენ უკან ვიბრუნებთ. ამ 65%-ში არის შემდეგ თვითღირებულება, საოპერაციო ხარჯები, არასაოპერაციო ხარჯები, ადმინისტრაცია, დისტრიბუცია და ა.შ. მოგება არის 5%. მოგების მარჟა არის 5%“,- განაცხადა დუმბაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!