ვოლოდიმირ ზელენსკი - მკვლელობების შეჩერების რეალური გასაღები მხოლოდ რუსეთზე ძლიერი ზეწოლა და უკრაინისთვის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებია

რუსეთის არმია არ ემზადება შეჩერებისთვის, ისინი ემზადებიან ბრძოლის გასაგრძელებლად. ერთადერთი, რაც ნამდვილად მუშაობს სიცოცხლის დასაცავად, ჩვენი ძალაა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვში კერძო სახლს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც, სამი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მამა დაიღუპა. ბავშვების ორსული დედა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, ზელენსკის ცნობით, რუსებმა დღეს დილით ზაპოროჟიეს საავადმყოფოს დრონით დაარტყეს. სუმის ოლქში კი ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დარტყმები ასევე მიმართული იყო დნიპროს, ზაპოროჟიეს და პოლტავას ოლქების წინააღმდეგ.

„რუსეთის ყოველი ასეთი დარტყმა ძირს უთხრის ნდობას ყველაფრის მიმართ, რაც დიპლომატიური გზებით კეთდება ამ ომის დასასრულებლად და არაერთხელ ადასტურებს, რომ მკვლელობების შეჩერების რეალური გასაღები მხოლოდ რუსეთზე ძლიერი ზეწოლა და უკრაინისთვის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებია. სანამ აგრესორზე ზეწოლა არასაკმარისია და სანამ ჩვენთვის - უკრაინისთვის - უსაფრთხოება გარანტირებული არ არის, სხვა არაფერი მუშაობს. რუსეთის არმია არ ემზადება შეჩერებისთვის, ისინი ემზადებიან ბრძოლის გასაგრძელებლად. ერთადერთი, რაც ნამდვილად მუშაობს სიცოცხლის დასაცავად, ჩვენი ძალაა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. ჩვენი სახელმწიფოსთვის საჰაერო თავდაცვა, ჩვენი მდგრადობის გასაძლიერებელი პაკეტები და რუსეთის პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე სიცოცხლის დასაცავად აუცილებელი წინაპირობაა. უსაფრთხოება აუცილებელია მშვიდობისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასე მოქმედებს და ნამდვილად ეხმარება უკრაინას“, - აცხადებს ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი