„ჩირინას“ დამფუძნებელი - პრობლემა არის პროდუქცია, რომლის წარმოება არც ისე დიდი რაოდენობით ხდება, ამიტომ შესაძლოა იყოს რაღაც პროდუქტებზე განხილვა - ჩვენთვის მთავარია წარმოების გაზრდა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ფასის შემცირება

რამდენიმე შეხვედრა იქნება და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი - მთავარია, ეს საკითხები ისე გადაწყდეს, რომ ბიზნესპროცესებში დიდი ჩარევები არ მოხდეს, - ამის შესახებ „ჩირინას“ მმართველმა პარტნიორმა და დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ საპარლამენტო კომისიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა არის პროდუქცია, რომელიც აუცილებელია და რომლის წარმოება არც თუ ისე დიდი რაოდენობით ხდება. როგორც ვაშაკიძემ აღნიშნა, ამ კუთხით კონკრეტულ პროდუქტებზე შესაძლოა იყოს განხილვა და გადაწყვეტილება მიღებული.

„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რომელიც პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. რამდენიმე შეხვედრა იქნება და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. მთავარია, ეს საკითხები ისე გადაწყდეს, რომ ბიზნესპროცესებში დიდი ჩარევები არ მოხდეს.

პრობლემა არის პროდუქცია, რომელიც აუცილებელია და რომლის წარმოება არც თუ ისე დიდი რაოდენობით ხდება და რაღაც პროდუქტებზე შესაძლოა იყოს განხილვა და გადაწყვეტილება მიღებული.

კომპანია „ჩირინას" თუ განვიხილავთ, ჩვენთვის მთავარია წარმოების გაზრდა და როგორც ნებისმიერ ქვეყანაში - აქაც უნდა მოხდეს კვოტების შემოღება, რომ ჩვენ გავზარდოთ პროდუქცია და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პროდუქციის ფასის შემცირება. ჩვენთან მიმართებით „ქეშბექების” საკითხი გამოწვევა არ არის" - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი