ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს წინადადებების პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„ევროპარლამენტმა მიიღო წინადადებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას 2026 და 2027 წლებისთვის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

60 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება, 30 მილიარდი ევრო კი - მაკროფინანსურ დახმარებასა და ბიუჯეტის მხარდაჭერაზე წავა.

სესხი ევროკავშირის საერთო სესხებით დაფინანსდება, უკრაინა კი მას რუსეთისგან ომის რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.

გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომაც იმისთვის, რომ ევროკომისიამ პირველი გადახდის გაცემა 2026 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში შეძლოს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა.

„მივესალმები ევროპარლამენტის მიერ უკრაინისთვის დამატებით 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ ჩვენი წინადადების სწრაფ მიღებას. უკრაინის გამბედაობა ურყევია. ასევე ურყევია ევროპის გადაწყვეტილება, მის გვერდით იდგეს. დღეს და ხვალ! რადგან ძლიერი უკრაინა მთელ ევროპას უფრო უსაფრთხოს ხდის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის დახმარების სესხზე შეთანხმებას ბრიუსელში, ევროპულ საბჭოზე 2025 წლის 18 დეკემბერს მიაღწიეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი