ნინო წილოსანი მწარმოებლებს - ადამიანებს უწევთ, სად როდის რა აქციაა, მაღაზიებში იმის მიხედვით შევიდნენ და იყიდონ პროდუქცია ანუ აქციიდან აქციამდე უწევთ გაიტანონ თავი - ხელფასები 20-დან 25 %-მდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები

სანამ ამ კომისიის მუშაობა საჯაროდ დაიწყებოდა, ჩვენ ბევრი რამ შევისწავლეთ, მათ შორის, ინდივიდუალური გასაუბრებებიც გვქონდა და ფოკუს-ჯგუფებიც. ადამიანებს უწევთ, რომ საკუთარ უბანში, იქიდან გამომდინარე, სად, როდის რა აქციაა, სამ-ოთხ მაღაზიაში იმის მიხედვით შევიდნენ და იყიდონ ესა თუ ის პროდუქცია, ანუ აქციიდან აქციამდე უწევთ, რომ გაიტანონ თავი, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანმა განმარტა, ბოლო წლების განმავლობაში, ხელფასების ზრდის პარალელურად, გაიზარდა პროდუქტებზე ფასები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის კეთილდღეობას არაფრით დასტყობია სახელმწიფოს პოლიტიკის მცდელობა, შემოსავლების ზრდის შედეგად, საზოგადოებამ უკეთ იგრძნოს თავი.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, ხელფასები დაახლოებით 20-დან 25%-მდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები. ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დასტყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ და ამით უკეთ იგრძნონ თავი და ფინანსური მდგრადობა ჰქონდეთ. ასეთ დეტალებს, სამომავლოდ ჩვენც ჩამოვაყალიბებთ, ალბათ, რეკომენდაციებში, მაგრამ თქვენთვისაც [ადგილობრივი მწარმოებლებისთვის] გასათვალისწინებელი უნდა იყოს,“ - აღნიშნა წილოსანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ადგილობრივი მწარმოებლების სურვილიც იყო ფასებთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ქსელურმა მარკეტებმა ოდნავადაც არ გაითვალისწინეს მომხმარებლის ინტერესები.

„ფასსაც აკლებდით თუ ანახევრებდით და ქსელის სტატიკური მდგომარეობაა, რომ ოდნავადაც შეიძლება არ გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესი, რომ ამ პროდუქტის გადაყრას, ჯობია, გაცილებით შეღავათიან ფასად, ადამიანმა მიიღოს ის ნუტრიციული საჭიროება, რომელიც მას აქვს,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამასთან, წილოსანი დაინტერესდა, აქვს თუ არა მწარმოებელს ქსელის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ბერკეტი ამა თუ იმ პროდუქტის ფასის ცვლილების მიმართულებით.

„შეგიძლიათ თუ არა ან გაქვთ თუ არა გავლენა ქსელების გადაწყვეტილებაზე, რომ მაგალითად, ორი დღით ადრე, სანამ პროდუქტს ეწურება ვადა, თქვენი მხრივ, გაანახევროთ ფასი, ქსელმა თავის მხრივ გაანახევროს და ოჯახებს, ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე იყიდოს განახევრებულ ფასში, იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური აქციები ამ პროდუქტებზე სისტემატურად არ მინახავს. შეგიძლიათ თუ არა გავლენა იქონიოთ ქსელის ამ პოლიტიკაზე თუ სრულად ქსელი წარმართავს და აწარმოებს ამ პოლიტიკას?“ - განაცხადა წილოსანმა.

დეპუტატს „ვიმ ბილ დან საქართველოს“ იურისტმა, ნუნუ ფორჩხიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ეს პოლიტიკა სრულად ქსელის მხარეს არის".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი