თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თინათინ ტყემალაძეს წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის სიგელი გადაეცა

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ქალ და გოგონა მეცნიერთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის პროფესორი თინათინ ტყემალაძე დაჯილდოვდა.

პროფესორი თინათინ ტყემალაძე არის 70-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის სპიკერი და ორგანიზატორი. იგი აქტიურად არის ჩართული როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში.

პროფესორი თინათინ ტყემალაძე არის:

  • არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელის — Undiagnosed Diseases Network International (UDNI) — დირექტორთა საბჭროს წევრი;
  • ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოების (European Society of Human Genetics, ESHG) საბჭოს წევრი;
  • Spina Bifida Sequencing Consortium-ისა და SATB2 Europe-ის წევრი;
  • კლინიკური გენეტიკის ექსპერტ ცენტრის საქართველოს წარმომადგენელი;
  • კომპანია FDNA-ს სამეცნიერო-მრჩეველთა საბჭოს წევრი;
  • ევროპის ნეირომეცნიერებათა ფედერაციის (Federation of European Neurosciences, FENS) წევრი;
  • თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (International Brain Research Organization, IBRO) წევრი;
  • ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის ასოციაციის (European Paediatric Neurology Association, EPNS) წევრი;
  • ევროპის ციტოგენეტიკოსთა ასოციაციის (European Cytogenetics Association, ECA) წევრი;
  • სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების (Georgian Society of Medical Genetics and Epigenetics, GSMGE) დამფუძნებელი და გენერალური მდივანი.

პროფესორ თინათინ ტყემალაძის ავტორობით, პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Nature Genetics, სექციაში World View (Impact Factor – 31.7), გამოქვეყნდა სტატია თემაზე — „იშვიათი დაავადებების დიაგნოზირება შეზღუდული რესურსების პირობებში“ (Mining the diagnosis of rare disease with limited resources).

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისა და გოგონების მხარდაჭერა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის გაძლიერება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ თინათინ ტყემალაძეს დამსახურებულ აღიარებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ სამეცნიერო საქმიანობაში.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში