თბილისის საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის ბიზნესპარტნიორი აძლევს ჩვენებას

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ბიზნესპარტნიორი აძლევს ჩვენებას.

როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, ბაჩანა სულაძემ განაცხადა, ის და რომეო მიქაუტაძე ბიზნესპარტნიორები იყვნენ და ენერგო სფეროში ის, რომეო მიქაუტაძეს ხშირად ეკითხებოდა აზრს, „რადგან ამ მიმართულებით, რომეო მიქაუტაძეს დიდი გამოცდილება ჰქონდა“.

„შპს „მცირეს“ შენობა, აშენებული იყო 90-იან წლებში, რომლის შეძენაც, ჩვენს მიერ მოხდა, კერძო პირისგან. შემდეგ ამ კომპანიის გაყიდვა გადავწყვიტეთ, 2017 წელს კი რომეო ეკონომიკის სამინისტროში გადადის, აქედან გამომდინარე წილების გაფორმება მოხდა ოჯახის წევრებზე. კომპანიის დირექტორი ზაზა სიხარულიძე გახდა.

წილების გადაფორმება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ რომეო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ გაყიდვა ვერ მოვასწარით და ოჯახის წევრებზე გადავაფორმეთ. 2017-2018 წელს მოხდა გაყიდვა, რომელიც თემურ ადონიამ იყიდა. თანხაზე შევთანხმდით, ანგარიშსწორება კი ნაღდი ფულით მოხდა. თანხა თანაბრად განაწილდა. ჩემს შემთხვევაში ფული მე თავად წავიღე.

„მცირეს“ გაყიდვის შემდეგ ინტერესი მქონდა, რომ მსგავს პროექტში შევსულიყავი. „ნახიდურ ჰესს" რაც შეეხება, რომეოსგან გავიგე, რომ ეს პროექტი იყიდებოდა. 20 000 დოლარად ვიყიდეთ, წილები თანაბრად გადანაწილდა. წილები გაფორმდა - გიორგი თეთრაძეზე და მაია ყურაშვილზე. რომეოს მხრიდან წილი მაიაზე გაფორმდა",- განაცხადა ბაჩანა სულაძემ.

ამის შემდეგ კი პროკურორმა წაუკითხა მისი ჩვენებიდან ამონარიდი და ჰკითხა ადასტურებდა თუ არა ჩვენებაში ჩანაწერს - „ვინაიდან რომეო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაინიშნა, წილები ოჯახის წევრებზე გაფორმდა, რადგან არ გვინდოდა ამ ქონების გამოჩენა, რადგან მაღალ თანამდებობაზე ვიყავით“.

„ვადასტურებ ჩვენებას, რომ არ გვინდოდა ამ ქონების გამოჩენა. რადგან მაღალ თანამდებობაზე ვიყავით. ეს ჩემს ნაწილში ასეა და ალბათ რომეომაც ასე ჩათვალა“, - განაცხადა ბაჩანა სულაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი