გივი მიქანაძე - დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მზადება, რომელსაც “განათლებისა და მეცნიერების შესახებ” კანონი ერქმევა - ეს კიდევ უფრო გააძლიერებს რეფორმებს

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო ახალ კანონპროექტზე - “განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონზე” მუშაობს.

აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე - “ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია” სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისივე თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინოს.

მინისტრი ფიქრობს, რომ ახალი კანონი, რომელიც განათლების და მეცნიერების მიმართულებით უკვე არსებულ შვიდ კანონს აერთიანებს, კიდევ უფრო გააძლიერებს იმ რეფორმებს და მიმართულებებს, რომელიც მეცნიერების და განათლების ყველა საფეხურთან არის დაკავშირებული.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სრულიად ახალ კანონპროექტზე. დღეს განათლების და მეცნიერების მიმართულებას შვიდი კანონი აერთიანებს, ამიტომ, ვახდენთ კოდიფიცირებას.

პარლამენტის წევრები დამეთანხმებიან, რომ პარლამენტის არც საგაზაფხულო და არც საშემოდგომო სესია ისე არ ჩაივლის, ცვლილებების საკმაოდ დიდი მოცულობა არ წარვადგინოთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც საჭიროებს ამ შვიდ კანონში შესაბამის ცვლილებებს. ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მზადება, რომელსაც “განათლებისა და მეცნიერების შესახებ” კანონი ერქმევა. ის გააერთიანებს შვიდივე კანონის მოცემულობას და ის იქნება თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. მიზნად გვაქვს რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უკვე წარვადგინოთ ეს კანონპროექტი განხილვისთვის და მხარდაჭერისთვის.

ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იმ რეფორმებს და მიმართულებებს, რომელიც მეცნიერების და განათლების ყველა საფეხურთან არის დაკავშირებული”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი