დაკავებული არასრულწლოვნის მამა - ლიფტში, დანით ხელში ნამდვილად ჩემი შვილია, საგამოძიებო უწყებამ დადოს მტკიცებულება, რომ სისხლიანი ფეხსაცმელი მისია - ის სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა

დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! - ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს , - ამის შესახებ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ალექსანდრე გაბაშვილის მამამ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული პირებისთვის, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ლიფტში, დანით ხელში, ნამდვილად მისი შვილია.

„ბრალს არ ვეთანხმებით. გუშინ ვნახე ვიდეო, იქ ჩემი შვილი არ ჩანს საერთოდ. მიკვირს, რატომ ავრცელებს პროკურატურა ასეთ განცხადებებს პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე, რომ ეს ბავშვები ნამდვილად არიან ჩართულები ამ ჩხუბებში.

ლიფტში, დანით ხელში, ნამდვილად ჩემი შვილია. საგამოძიებო უწყებამ დადოს მტკიცებულება, რომ სისხლიანი ფეხსაცმელ ჩემი შვილის არის. მე ვყიდულობ ფეხსაცმელს, ვიცი, ეს არ არის ჩემი შვილი!

გამოძიების დროს ტელეფონები და კომპიუტერები ამოიღეს. ჩემი შვილის ტელეფონიდან არ არის წამოღებული ის ვიდეოები. სახის დაფარვის გარეშე მაქვს ნანახი ვიდეოები, იქ ჩემი შვილი არ არის.

დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! მოვითხოვ სამართალს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და ვგმობ იმ ამაზრზენ კადრებს, რაც გუშინ ვნახეთ. თუ თეორიულად ჩემი შვილი როდისმე აღმოჩნდება მაგ კადრებში, მოგვეთხოვოს კანონიერად, სანამ არ არის მტკიცებულება, რომ ის არის და ის ბავშვი არ არის, კადრებით ნუ აგვკიდებს პროკურატურა იმას, რაც არ დაგვიშავებია.

პროკურატურა რამდენიმე თვეა გვებრძვის. ჯერ დაგვიდეს ქვა, შემდეგ მოწმეებს ჩვენებები შეაცვლევინეს, შემდეგ დაიჭირეს არასრულწლოვანი ბავშვები მიმოწერისთვის. ასრულებენ იმ დაკვეთას, რაც ეკამ გაავრცელა, ან ამას გააკეთებ, ან ადგილიდან მოხსნიო“. უნდოდათ ჯგუფური?! ძირითადი საქმის მასალებიდან გამომდინარე არანაირი საქმის მასალები არ იყო ჯგუფურის მტკიცებულება, ახლა ცილობენ 1 წლის წინ ვიღაცის ტელეფონში ვიდეო იპოვეს და აგერ თურმე ამიტომ არიან ჯგუფშიო.

არც მე და არც ჩემს შვილს არასდროს ჰქონია სამართალდამცველებთან შეხება. ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი იყო გუნდში, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს სახელი გაუტეხოს.

დიახ, დანასთან ერთად პოზირებს... მე გამოძიებას ნდობას არ ვუცხადებ რამდენიმე თვეა", - აღნიშნავს გაბაშვილი.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი