გიორგი ბარამიძე - საქართველო ხელში აქვს ჩაგდებული რუსეთის მეხუთე კოლონას, მინდა, ერთიანობა შედგეს მათ შორისაც, ვისაც მწარე სიტყვები გვაქვს ნათქვამი, უკმეხადაც - ასევე, ოპოზიციის გაერთიანება არ არის პანაცეა, თუ არ მოხდა, არ იქნება ქვეყნის დასალიერი

ოპოზიციის გაერთიანება არ არის პანაცეა, ძალიან კარგი იქნება თუ მოხდა, მაგრამ თუ არ მოხდა, არ იქნება ქვეყნის დასალიერი, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ბარამიძის თქმით, მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ „გულწრფელი ერთიანობა შედგეს ძალიან განსხვავებულ პარტიებს შორის“.

„დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ და პირადად მეც ჩართული ვარ პროცესში. მინდა, რომ გულწრფელი ერთიანობა შედგეს ძალიან განსხვავებულ პარტიებს შორის, ამ ვითარებაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ პარტიებს შორის, ვისაც მწარე სიტყვები გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი, უკმეხადაც და ა.შ. აქ არის პირადი ამბიციები, პარტიული ამბიციები, სხვა ინტერესები, ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადაიწიოს. უმძიმესი მდგომარეობაა, ქვეყანა ხელში აქვს ჩაგდებული რუსეთის მეხუთე კოლონას, გვინდა, რომ ეს შეიცვალოს და მერე, როდესაც ნორმალური ხელისუფლება იქნება, როდესაც არ იქნება სუს-იდან არჩევნებზე ზეწოლა, არ იქნება ჯიბის ცესკო, სასამართლოები, ჯიბის პროკურატურები, მერე შეგვიძლია გავიშალოთ და ერთმანეთს ვედებატოთ, ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენეა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კითხვაზე, რატომ მონაწილეობს ოპოზიციასთან შეხვედრებში თავად და არა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი ბარამიძე პასუხობს, რომ თავად პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა.

„მთხოვა თავმჯდომარემ, მან ასე გადაწყვიტა. მაქვს გამოცდილება და ალბათ, ასე მიიჩნია საჭიროდ. რა თქმა უნდა, [ვაჟღერებ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას], ვინმეს გაუკვირდა ეს ამბავი? მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაქსიმალურად ერთიანი. ჩვენ უფრო ძლიერ ერთიანობაზე ვადვოკატირებთ, უფრო ძლიერი ერთიანობის მომხრეები ვართ. როცა დოკუმენტი იქნება მზად, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუ ნაკლები ხარისხით იქნება კოორდინაცია და ერთიანობა, სჯობს ნაკლები, ვიდრე არაფერი. ჩვენ გავაგრძელებთ ადვოკატირებას, რომ ერთიანი იყოს ყველა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად ამბიციებისა, ახლომხედველობისა და პოლიტიკური სიბეცისა, რაც ბევრს ახასიათებს, ყველას გვაქვს მინუსი, ერთმანეთს დავეხმარებით, გვერდში დავუდგებით, ვიქნებით სოლიდარულები და ერთმანეთზე თავდასხმის ნაცვლად დაკავებული ვიქნებით საქართველოს მშვიდობიანი გათავისუფლებით ამ მოღალატეებისგან“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი