გიორგი შარაშიძე - დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „ოცნების“ ლიდერებს მოგზაურობის დისკომფორტამდე დაჰყავთ, მაგრამ სერიოზული პოლიტიკური გზავნილია - რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი მათთვის

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „ოცნების“ლიდერებს მოგზაურობის დისკომფორტამდე დაჰყავთ, მაგრამ ეს სერიოზული პოლიტიკური გზავნილია და რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი მათთვის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი შარაშიძის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე მუშაობს იმაზე, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება ქართველ ხალხს არ შეეხოს, თუმცა „ოცნების“ ლიდერების მიმართ სანქციები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

„ეს მხოლოდ მოგზაურობის დისკომფორტამდე არ უნდა დავიყვანოთ, ეს არის პოლიტიკური გზავნილი. ჩვენ პირველ რიგში პოლიტიკურად გვაწუხებს ეს საკითხი. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იყო ევროკავშირთან პოლიტიკური აფილიაციის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი.

რამდენიმე წლის წინ ლიდერები ვიყავით ასოცირებულ ტრიოში და ყველაზე სწრაფად ჩვენ უნდა გაგვევლო მოლაპარაკებებისა და გაწევრიანების ფაზა და ამ დროს, მივიღეთ ვითარება, როდესაც ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უუქმებს უვიზო რეჟიმს. ეს სერიოზული პოლიტიკური გზავნილია და „ოცნების“ ყველა ლიდერს თავად დაჰყავს მოგზაურობის დისკომფორტამდე. რაც მალე მოეგებიან გონს, მით უკეთესი მათთვის, თორემ ქართველ ხალხს რომ არ უნდა შეეხოს უვიზო რეჟიმის შეჩერება, ამაზე ჩვენ დღემდე ვმუშაობთ, რომ არ მოხდეს. მათ მიმართ სანქციები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ.

„გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს