ლორა თორნტონი - საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის - „ქართულმა ოცნებამ“ შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან მეგობრები და ვინ - მტრები

საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” „შეატრიალა სცენარი, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები“.

თორნტონმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკელებს “მტრულ აქტორებად მოიხსენიებს და გლობალური ომის პარტიის” ნაწილად ყოფნას აბრალებს.

“თუმცა, მგონია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა წარმოადგენს საქართველოს დასავლეთისგან საბოლოო მოწყვეტად და ავტორიტარიზმში სრულ გადაშვებას. საქართველომ სწრაფად დაიწყო რუსეთისთვის დახმარება, არა უკრაინისთვის. ის ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. ეს ნამდვილად ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო და საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

საქართველოს ლიდერები უსასრულოდ თავს ესხმიან უკრაინასა და ზელენსკის. საკმაოდ ჩუმად არიან რუსეთზე და თავდასხმები ევროპასა და აშშ-ზე გადააქვთ. “მტრულ აქტორებად” მოგვიხსენიებენ, “გლობალური ომის პარტიის” ნაწილად ყოფნას გვაბრალებენ, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში მიათრევს, და ევროპას, რასაც თავად ეძახიან, “ლიბერალურ ფაშიზმს” აბრალებენ.

საპირისპიროდ, “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას - თეირანში.

ასე რომ, “ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები”, - განაცხადა თორნტონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი