ოლესია ვართანიანი - "ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნებიან, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავენ

"ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნებიან, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავენ, - ამის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე განაცხადა.

მან საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე და განაცხადა, რომ რთულ პერიოდებში ის ძლიერი გამოდიოდა.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, ძალიან აქტიური საზოგადოებით, რომელმაც მრავალი მძიმე პერიოდი გადაიტანა, მათ შორის, სამოქალაქო ომი, რუსეთის შეჭრა, რევოლუცია და სხვა. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო ეს პერიოდები, ქართული საზოგადოება ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდიოდა მათგან, რათა თავისი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაეძლიერებინა“, - განაცხადა ვართანიანმა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული „ამჟამინდელი კრიზისი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის უნიკალური მოვლენა არ არის“.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად დიალოგი გახდა აუცილებელი. ეს ხდებოდა რიგგარეშე არჩევნების ან ქვეყნის შიგნით მოქმედ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცხოური შუამავლების ჩარევა გახდა საჭირო, როგორც ეს წინა საარჩევნო კრიზისის დროს მოხდა და ევროკავშირის ჩართვა ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ წარსული გამოცდილება მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვაძლევს, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ არცერთი ეს პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ძალაუფლებაზე თანაბრად წვდომის ნამდვილი პერსპექტივა არ ექნება. პოლიტიკოსებმა შეიძლება უსასრულოდ იმსჯელონ საარჩევნო რეფორმებზე, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, თუ მმართველი ხელისუფლება ძალაუფლების გაზიარების სურვილს არ გამოიჩენს, ან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გადადგომის მზადყოფნას. პოლიტიკურ პროცესში ჩართვას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის რეალური გზა არ იარსებებს“, - აღნიშნა ოლესია ვართანიანმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში