ვოლოდიმირ ზელენსკი - 24 თებერვალი განსაკუთრებული თარიღია - არ შეიძლება მისი არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება

24 თებერვალი განსაკუთრებული თარიღია. მაშინაც კი, რომ არსებობდეს განზრახვა ან შესაბამისი ნაბიჯები არჩევნების დაჩქარებისკენ, მჯერა, რომ ასეთი თარიღის პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოყენება სრულიად სულელური იდეა იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 24 თებერვალი ომის დაწყების თარიღია - სწორედ ოთხი წლის წინ ამ დროიდან იცავს უკრაინელი ხალხი ქვეყანას, ამიტომ, არ შეიძლება 24 თებერვლის არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება.

„ეს ძალიან სერიოზული თარიღია - ომის ოთხი წელი. ეს არის უამრავი ადამიანი, ვინც დაიცვა ჩვენი სახელმწიფო და სიცოცხლე გასწირა და სწორედ 24 თებერვლიდან იცავს ჩვენი ხალხი ყოველდღე თავის ქვეყანას. ამიტომ, არ შეიძლება 24 თებერვლის არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება - საერთოდ არანაირი არჩევნების. საქმე ინდივიდებს არ ეხება. 24 თებერვალს არჩევნების გამოცხადება არ შეიძლება. რაც შეეხება არჩევნების გამოცხადებას ზოგადად, გავიმეორებ: ჯერ უსაფრთხოება, შემდეგ პოლიტიკა. შეგვიძლია არჩევნებზე გადავიდეთ, როდესაც ყველა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტია იქნება“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, არჩევნების საკითხი უკრაინის სხვადასხვა პარტნიორმა წამოჭრა, თავად უკრაინას კი არასდროს დაუყენებია ეს საკითხი.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ არჩევნებისთვის. ეს ძალიან მარტივია: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარება - და არჩევნები იქნება. ანუ, ეს უსაფრთხოების საკითხია“, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი