კანადის პოლიციამ სკოლაში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილად 18 წლის გოგო დაასახელა

კანადის პოლიციის ინფორმაციით, ტამბლერ რიჯის დასახლებაში მდებარე სკოლაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის გოგო, ჯესი ვან რუტსელარდია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა, რომელსაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, სკოლაში თავდასხმის განხორციელებამდე, დედა და ნახევარძმა მოკლა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა, ჯესი ვან რუტსელარდის ჩათვლით, ცხრაა.

ეჭვმიტანილი ერთ დროს იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც თავდასხმა განახორციელა, მაგრამ ოთხი წლის წინ სწავლა მიატოვა.

“გვჯერა, რომ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. მოტივზე სპეკულირება ნაადრევია“, - განაცხადა პოლიციის კომისრის მოადგილემ დუეინ მაკდონალდმა.

შეგახსენებთ, კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში სროლა გუშინ მოხდა. პოლიციამ სკოლაში შვიდი გარდაცვლილი იპოვა, მათ შორის თავდასხმაში ეჭვმიტანილიც, კიდევ ორი ​​ადამიანის ცხედარი კი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, რომლის შესახებაც, თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, გადარჩა, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს