მაია კოპალეიშვილი - პოლიტიკოსების უკანონო პატიმრობა, მათი სასამართლოებში დაბარება, „საბოტაჟის საქმე“, ეს ყველაფერი არის ოპონენტებზე შურისძიება - მინდა „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რომ ისინი პროდასავლურ პარტიებს ვერ შეაშინებენ

„ქართული ოცნების“ რეჟიმი არ ჩერდება და უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე პოლიტიკოსებს ბრალი წარუდგინა საბოტაჟთან დაკავშირებით - ეს არის პოლიტიკოსებზე შურისძიება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, მაია კოპალეიშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც ამავე პარტიის ლიდერს, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ელოდებიან.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლაა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, კოპალეიშვილის შეფასებით, ის ციხეში სრულიად უკანონოდ იჯდა და ის პოლიტიკური პატიმარია.

„ველოდებით ნიკას, რომელიც სრულიად უკანონოდ იჯდა [ციხეში]. ნიკა უკანონო და პოლიტიკური პატიმარია. როგორც იცით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არ ჩერდება და უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე პოლიტიკოსებს ბრალი წარუდგინა საბოტაჟთან დაკავშირებით. ეს არის „ქართული ოცნების“, რუსული რეჟიმის ხელწერა. მათი მიზანია ზეწოლა პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე. მათი მიზანი არ არის სამართლის უზენაესობა, რაც კობახიძემ დიდის ამბით თქვა. სამართლის უზენაესობა გულისხმობს, რომ კანონები, მართლმსაჯულება და ამ კანონების აღსრულება სამართლიანი უნდა იყოს. პოლიტიკოსების მიმართ წარდგენილი ბრალი, რომლის გამოც ახლა ისინი ისხდნენ საპყრობილეში, მუდმივად დაბარებული არიან სასამართლოში და რომლის გამოც ნიკა მელია ზის ახლა საპყრობილეში და ყოველდღე ახალ-ახალ ბრალს უდგენენ, ეს არის პოლიტიკოსებზე შურისძიება. მინდა „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რომ ისინი ამით პოლიტიკოსებს და პროდასავლურ პარტიებს ვერ შეაშინებენ და ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, რომ ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულება“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

მას პატიმრობის 8-თვიანი ვადა ეწურება.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ვადის ამოწურვის შემდეგ, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს