გიორგი ბუტიკაშვილი - ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძის ციხიდან გამოსვლა პროტესტს და ჩვენს მოქმედებას ახალ ენერგიას შესძენს - გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, სანამ ისინი გარეთ არიან

ნიკა გვარამიას და მათ შორის, ზურა გირჩი ჯაფარიძის გამოსვლა პროტესტს და ჩვენს მოქმედებას ახალ ენერგიას შესძენს - გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, სანამ ისინი გარეთ არიან, რადგან ვიცით, რომ ახალი ბრალი წარუდგინეს. ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუვიდეს ის, რაც ჩაფიქრებული აქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც ამავე კოალიციის ლიდერს, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ელოდებიან.

მისი თქმით, ნიკა გვარამია ინფორმირებულია თუ რა ვითარება არის ქვეყანაში, როგორ უნდა გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციის და ართანამშრომლობის პროცესი.

„ნიკა ინფორმირებულია თუ რა ვითარება არის ქვეყანაში, როგორ უნდა გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციის და ართანამშრომლობის პროცესი. ნიკა გვარამიას და მათ შორის, ზურა გირჩი ჯაფარიძის გამოსვლა პროტესტს და ჩვენს მოქმედებას ახალ ენერგიას შესძენს. დარწმუნებული ვარ, გაჩნდება ახალი იდეები, რომელიც მანამდე არ ყოფილა. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, სანამ ისინი გარეთ არიან - ვიცით, რომ ახალი ბრალი წარუდგინეს, ამიტომ მანამდე ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუვიდეს ის, რაც ჩაფიქრებული აქვს“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

მას პატიმრობის 8-თვიანი ვადა ეწურება.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ვადის ამოწურვის შემდეგ, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!