არგენტინაში შრომის რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე შეტაკებები მოხდა

არგენტინაში შრომის რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბუენოს-აირესში კონგრესის შენობის წინ, სადაც სენატორები არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მიერ დაანონსებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის საკითხს განიხილავდნენ, პროფკავშირების ათასობით წევრი შეიკრიბა.

პოლიცია ბუენოს-აირესის ცენტრალურ მოედანზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობდა, როდესაც შეტაკებები დაიწყო. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ე.წ. ბენზინის ბომბები, ქვები და წყლის ბოთლები ესროლეს, ხოლო სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პოლიციამ ბუენოს-აირესში საპროტესტო აქციაზე, სულ მცირე, 15 ადამიანი დააკავა.

ცნობისთვის, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ კონგრესს შრომის რეფორმის კანონპროექტი 2025 წლის დეკემბერში წარუდგინა და იგი შრომის ბაზრის დერეგულაციას ითვალისწინებს. კანონპროექტი ბიზნესისთვის მუშების გათავისუფლებასა და ანაზღაურების შემცირებას ამარტივებს. ასევე, კანონპროექტი გაფიცვისა და შვებულების უფლებებზე შეზღუდვებს აწესებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს