Reuters - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 219 ხმით 211-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს.

Reuters-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ რეზოლუციას აშშ-ის სენატიც მიიღებს, თუმცა მას ვეტოს დონალდ ტრამპი დაადებს, რის დაძლევასაც აშშ-ის კონგრესი ვერ შეძლებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა 2025 წლის თებერვალში კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო აგვისტოში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფები 35%-მდე გაიზარდა.

ამასთან, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 218 ხმით 213-ის წინააღმდეგ „SAVE America Act“-ი დაამტკიცეს, რაც ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლების მიერ აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას მოითხოვს. კანონპროექტი განსახილველად აშშ-ის სენატს გადაეცა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი