გურამ მაჭარაშვილი - პეტერ ფიშერი გერმანიის პრობლემაა, ჩვენი აღარ - სად გაიგონა ვინმემ, რომ გერმანიის საწინააღმდეგო განცხადება გაკეთდა? ფიშერი გვეუბნება, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი უნდა გქონდეთო, კანცლერი კი ამბობს, რუსეთი ევროპააო, ვის დავუჯეროთ?

პეტერ ფიშერი, ზოგადად, გერმანიის პრობლემაა, ჩვენი პრობლემა ეს უკვე აღარ არის - „დიფ სთეითის" წარმომადგენელ პეტერ ფიშერთან უკვე არც ხელის ჩამორთმევა უნდა ვინმეს, არც პოზიციონირება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გზავნილები შეაფასა.

მისი თქმით, ფიშერი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების და ხელისუფლების დაკნინებითაა დაკავებული.

„პეტერ ფიშერი ზოგადად, გერმანიის პრობლემაა. ჩვენი პრობლემა ეს უკვე აღარ არის. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ხალხმა, ვინც კიდევ ვერ გაიგო, ბოლომდე გაიგოს ამ ადამიანის მიზანი. როცა დიპლომატი გადართულია წინასაარჩევნო კამპანიაში, ზიზღის ენით საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების და ხელისუფლების დაკნინებაში, რომელ ელჩობაზე და დიპლომატიაზეა საუბარი?! ეს გერმანიის გამოწვევაა, ჩვენი გამოწვევა არის იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ინსტიტუციებს. ჩვენ ეს არა ერთხელ ვთქვით, და მე მგონი, საქართველოში პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ამას ყველა უნდა ხედავდეს, მაგრამ ახლა აგენტურისთვის რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ღირებულებას დააკნინებს პეტერ ფიშერი თუ არა?! აგენტურისთვის მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის „დიფ სთეითი" და მისი წარმომადგენელი პეტერ ფიშერი აქ, ამიტომ საუბრობს [ასე]. მასთან უკვე არც ხელის ჩამორთმევა უნდა ვინმეს, არც პოზიციონირება. გერმანიას თავს ვინ ესხმის?! სად გაიგონა ვინმემ რომ გერმანიის საწინააღმდეგო განცხადება ვინმემ გააკეთა?! პეტერ ფიშერი გვეუბნება რუსეთთან უნდა გქონდეთ სამხედრო კონფლიქტი და დაძაბული სიტუაციაო, მისი დამნიშვნელი კანცლერი ამბობს, რომ რუსეთი ევროპა არისო და აგვიხსნას პეტერ ფიშერმა ეს რანაირად არის?! გერმანიის კანცლერი ამბობს, რუსეთი ევროპა არისო, ფიშერი კი გვიკრძალავს ევროპასთან ურთიერთობას. მისი დამნიშვნელი ამბობს, რუსეთთან ურთიერთობა უნდა გავაღრმაოთ და უსაფრთხოება რუსეთთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთო. პეტერ ფიშერი კი ამას გვიკრძალავს. ვის დავუჯეროთ?! პეტერ ფიშერის დამნიშვნელს თუ თავად პეტერ ფიშერს?! ეს აგვიხსნას ახლა გერმანიის ელჩმა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!