დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე - არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ მე მოვითხოვე, რომ ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურს.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

„არანაირი საბოლოო შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპის ცნობით, ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა საუკეთესო ვარიანტი იქნება.

„თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება ამას. იმედია, ირანი გონივრულად მოიქცევა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს