თენგიზ შარმანაშვილი - ფიშერს ზაფხულში უფლებამოსილება შეუწყდება და ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს, შემოიტანოს განაცხადი და იქნებ მოქალაქეობაც მიიღოს - რაც შეეხება სანქციებს, ვერავინ შეგვაშინებს და ეს თემა დავხუროთ

პეტერ ფიშერს ზაფხულში უფლებამოსილება შეუწყდება და ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს - შემოიტანოს განაცხადი და იქნებ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გზავნილები შეაფასა.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ის პეტერ ფიშერს უყურებს არა როგორც გერმანიის წარმომადგენელს, არამედ როგორც „ქართული და დასავლური რადიკალური მოძრაობების წარმომადგენელს საქართველოში“.

„სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს, ვერც გერმანია და ვერც ვერავინ. ეს თემა დავხუროთ. პეტერ ფიშერის გამონათქვამების კომენტირებას უკვე აზრი დაეკარგა. ვიცი რომ აკრძალულია დიპლომატის რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება, მაგრამ ზაფხულში ხომ შეუწყდება უფლებამოსილება. მას ვადა გასდის და ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს. შემოიტანოს განაცხადი და იქნებ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს. იმათზე უარეს განცხადებებს აკეთებს და იმათზე უფრო რადიკალურია. ღმერთმა ხელი მოუმართოს თუ ასე უნდა. მე უკვე მას როგორც გერმანიის წარმომადგენელს არ ვუყურებ, მე მას ვუყურებ როგორც რადიკალური ქართული და დასავლური მოძრაობების წარმომადგენელს საქართველოში“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს