გურამ მაჭარაშვილი - ჰელსინკის კომისიას ამერიკაშიც აღარ უსმენენ, მით უმეტეს, საჯაროდ აღიარებულია, რომ თორნტონი მისი ქვეყნის პრეზიდენტის მაგინებელია, რომელსაც საქართველო ეზიზღება - ამ ადამიანის ნდობა ნულოვანია

ჰელსინკის კომისიას უკვე ამერიკაში აღარ უსმენენ, მით უმეტეს, თორნტონი საჯაროდ აღიარებულია, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტის მაგინებელი ადამიანია, რომელსაც საქართველო ეზიზღება - თავად თქვეს, გზებს ვეძებთ, რომ საქართველოში კანონმდებლობის გვერდის ავლით „შავი ფული“ შევიტანოთო - ეს ფული სჭირდებათ, რომ მოლოტოვის კოქტეილები იყიდონ, პოლიციელები დაწვან, პარლამენტში შევარდნენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჰელსინკის კომისიის ბრიფინგის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჰელსინკის კომისიას „უკვე ამერიკაში აღარ უსმენენ“.

„ჰელსინკის კომისიას უკვე ამერიკაში აღარ უსმენენ, მით უმეტეს, თორნტონი საჯაროდ აღიარებულია, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტის მაგინებელი ადამიანია, რომელსაც საქართველო ეზიზღება. ამ კომისიაზე ამ ადამიანს რომ მოუსმენენ, ნდობა ნულოვანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც კი. რაც შეეხება „ფასიან განცხადებებს“, რასაც თორნტონი აკეთებდა, ყველამ კარგად დაინახა, რომ მისივე განცხადება თავადვე უარყო. ამბობს, რომ საქართველოში ვითომ მკაცრ კანონებს იღებენ, თუმცა თავადვე აღნიშნავს იმას, გრანტების თაობაზე მსგავსი კანონების მიღება რატომ გვიწევს. გადაწყვეტილი აქვთ, რომ კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში "შავი ფული" შემოიტანონ. შემდეგ უკვირს, ისეთ კანონებს რატომ ვიღებთ, ქართულ პოლიტიკაში "შავი ფული" რომ არ შემოვიდეს. ეს არის მისი ლოგიკა. დაბოღმილი ადამიანისგან განცხადებებს ვერ მოისმენ. თურმე, ამერიკას და ევროპას სჭირდებათ, რომ იქ უცხოური ძალა არ ჩაერიოს, საქართველოს კი, რატომღაც ეს არ სჭირდება. თავად თქვეს, გზებს ვეძებთ, რომ საქართველოში კანონმდებლობის გვერდის ავლით „შავი ფული" შევიტანოთო. ეს ფული სჭირდებათ, რომ მოლოტოვის კოქტეილები იყიდონ, პოლიციელები დაწვან, პარლამენტში შევარდნენ. კომისიაზე თქვა, ამისთვის საქართველოში „შავ ფულს" შევიტანთო, სადაც შემდეგ აპროტესტებდა, რომ „შავი ფულის“ შემოტანის კანონმდებლობას რატომ იღებენ და საშუალებას არ გვაძლევენ, „შავი ფული“ შევიტანოთო. ძალიან წუხს, რომ USAID-ი თავზე ჩამოენგრა. მხოლოდ ეს ორგანიზაცია კი არ ჩამოინგრევა, ყველა ინსტიტუტი ჩამოინგრევა სიმართლის პრინციპიდან გამომდინარე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს