დიდი ბრიტანეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად 500 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად 500 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს ვადასტურებ, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად დამატებით ნახევარი მილიარდის ოდენობის გირვანქა სტერლინგს გამოყოფს“, - განაცხადა ჯონ ჰილიმ.

ჰილის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად ნატო-ს PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) მექანიზმის ფარგლებში 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

ასევე, ჰილის ცნობით, 390 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების შეთანხმების ფარგლებში ბრიტანეთი უკრაინას ბელფასტში წარმოებულ 1000 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას გადასცემს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს