პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე - კრწანისის ტერიტორიაზე ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 კი უცხოელებმა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „იგლ ჰილსის“ პროექტში, კრწანისის ტერიტორიაზე, წინასწარი გაყიდვები დაიწყო, 257 გაყიდული ბინიდან, 147 ბინა ქართველებმა, ხოლო 110 ბინა უცხოელებმა იყიდეს.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გაყიდული ბინებიდან მხოლოდ 8 შეიძინეს არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა.

რაც შეეხება ფასს, კობახიძის თქმით, გარემონტებული ბინისთვის ფასი კვადრატულ მეტრზე 1650 დოლარს შეადგენდა.

„იგლ ჰილსის“ ინვესტიციას მინდა შევეხო. ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის ტერიტორიაზე. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციას ჰქონდა დაანონსებული 15 ათას დოლარიანი ფასი. მათ ინვესტორზე უკეთ იცოდნენ რა ფასით გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი. დაახლოებით ათჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი. შესაბამისად, ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია. გახსოვთ რამხელა კამპანია იყო აგებული ამ თემასთან დაკავშირებით. „არაბიზაციის“ ტერმინი შემოიტანეს და ა.შ. აცხადებდნენ, რომ პრაქტიკულად ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და მთლიანად გაიყიდებოდა არაბებზე, აქაც სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მთლიანად არაბები იყიდდნენ ბინებს, ასეთი იყო მათი პროგნოზი. გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა. რომ არა ეს ისტერიული კამპანია, დარწმუნებული ვარ, ქართველი მყიდველების წილი ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს წილი გაიზრდება.

რაც შეეხება ე.წ. არაბიზაციას, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257 ბინიდან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას გაამდიდრებს 11 მლრდ ლარით და ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად შემატებს საშუალოდ 700 მლნ ლარს, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტურიზმის წახალისებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საბოლოდ, ეკონომიკის განვითარება, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ