საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ სპორტსმენს ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამო შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ სპორტსმენს ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარების გამო შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინელ სპორტსმენს, ვლადისლავ ჰერასკევიჩს დისკვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან, კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენს შესთავაზეს, რომ ჩაფხუტი რბოლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ეჩვენებინა, ასევე რბოლის დროს შავი სამკლავურის ტარების უფლება მისცეს.

„მესიჯს არავინ არ ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მე. ეს ძლიერი მესიჯია. სამწუხაროდ, გამოსავლის პოვნა ვერ შევძელით. მსურდა, რომ რბოლაში მონაწილეობა მიეღო“, - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.

უკრაინელი სპორტსმენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„დისკვალიფიცირებული ვარ. ოლიმპიური მომენტის შანსს ვერ მივიღებ“, - განაცხადა ჰერასკევიჩმა.

ვლადისლავ ჰერასკევიჩი მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ციგაობა/სკელეტონის შეჯიბრში ასპარეზობს, რომელიც დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვლადისლავ ჰერასკევიჩს ჩაფხუტის ტარების აკრძალვის შესახებ სამშაბათს აცნობა. კერძოდ, საქმე ეხება ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესს, რომლის თანახმად, „არცერთი სახის დემონსტრაცია ან პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი პროპაგანდა არ არის დაშვებული ოლიმპიურ ობიექტებში, არენებსა თუ სხვა ადგილებში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს