მიხეილ ყაველაშვილი - ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის, ხორვატიის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან! - ეს არის დამოკიდებულება, რაც უნდა იყოს თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის

დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომელთაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი,- ასე აფასებს მიხეილ ყაველაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

ამასთან, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება არის „სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორიც უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის“.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ასეთი ემოციური და თბილი სიტყვებისთვის. ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა ხორვატია და მისი პრეზიდენტი, სიმართლეს საუბრობს, სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომელთაც ორმაგი სტანდარტი აქვთ და სხვა დამოკიდებულებით არიან ჩვენს ქვეყანასთან. აი, ეს არის ნამდვილი, ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ, არ არის ზედმეტი არაფერი, ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ორი თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა და დიდი მადლობა მას ამისთვის. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლისთვის. მისი ვიზიტი გრძელდება, შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩება ჩვენი ქვეყნის ხილვით და მასპინძლობით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე.

ყაველაშვილის შეფასებას ხორვატიის პრეზიდენტმა უპასუხა და განაცხადა, რომ მას არ ეთანხმება იმ ნაწილში, სადაც ხორვატია გამოყო როგორც პოზიტიური და ევროპის ყველა სხვა ქვეყანა როგორც ნეგატიური.

„არ არის მნიშვნელოვანი, რომ მე ბოლო სიტყვა ვთქვა ახლა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოყო ხორვატია, მე ვერ დავეთანხმები. იცით, რა, ბატონი პრეზიდენტის სიტყვიდან გამოვიდა, რომ პოზიტიური არის ხორვატია და ყველა ევროპული ქვეყანა არის ნეგატიური საქართველოსთვის. ბევრ ევროპელ მოთამაშეს საერთოდ პოზიცია არ გააჩნია, დამოკიდებულება არ გააჩნია და ისინი საკუთარ კომფორტულ ზონაში თავს მშვენივრად გრძნობენ. ოპორტუნისტული დამოკიდებულება აქვთ, მათ არ ესაჭიროებათ აქ ნაბიჯები. არის რესურსები, რომ მათ გაიგონ...შეიძლება... ის კი არა რომ აგრესიულები გავხადოთ, უბრალოდ ვანახოთ სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომ ევროკავშირს არ გააჩნია ერთიანი პოზიცია და ძალიან ბევრს არ გააჩნია მყარი პოზიციები ევროკავშირში“, - განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტად იმყოფება ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი. ათონელის სასახლეში ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე ხორვატიის პრეზიდენტმა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნა, რომ საქართველო ყველა პარამეტრის თვალსაზრისით წარმატებით ვითარდება. ამასთან, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ „საქართველოს ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია - ეს მორალური შანტაჟია, ისინი აშანტაჟებენ ქვეყანას, ხდება ამ ქვეყნისთვის ხელების გადაგრეხა“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!