ნიკოლოზ სამხარაძე - მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ლიდერებიც აღიარებენ, რომ რასაც საქართველო აკეთებდა, სწორი პოლიტიკაა, ეს საკითხები ინერციით მაინც განიხილება - დიპლომატიური პასპორტის მქონეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაც ამის გამოძახილია

ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლება დასაჯონ თავისი პრინციპულობისთვის და იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც ის ატარებს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან შეიცვალა და ევროპელი ლიდერები უკვე აღიარებენ, რომ რასაც საქართველო ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა, თურმე, სწორი პოლიტიკა ყოფილა, ეს საკითხები ინერციით მაინც განიხილება.

„ეს არის იმ სცენარის გაგრძელება, რომელზეც ვსაუბრობდით და რომელზეც ბატონმა ივანოვიჩმაც ისაუბრა. ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასაჯონ თავისი პრინციპულობისთვის და იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც ის ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან შეიცვალა და თვითონ ევროპელი ლიდერები უკვე აღიარებენ, რომ რასაც საქართველო ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა, თურმე, სწორი პოლიტიკა ყოფილა, ეს საკითხები ინერციით მაინც იხილება. დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაც სწორედ ამის გამოძახილია”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ.

“გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს