ლევან მახაშვილი - ჰელსინკის კომისია ერქვა, მაგრამ რაც საზოგადოებამ იხილა არც ჰელსინკი იყო და არც კომისია - ეს იყო სტაჟიორების შეკრება და ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე, პრაქტიკულად, საკუთარ პრობლემებზე ეწუწუნნენ

ჰელსინკის კომისია ერქვა, მაგრამ რაც საზოგადოებამ იხილა არც ჰელსინკი იყო და არც კომისია - ეს იყო სტაჟიორების შეკრება და ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე, პრაქტიკულად, საკუთარ პრობლემებზე ეწუწუნნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან ჰელსინკის კომისიის გუშინდელი ბრიფინგის კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ ეთერში საკუთარ პრობლემებზე ჩვენების მიცემა იყო.

„ჰელსინკის კომისია ერქვა, მაგრამ რაც საზოგადოებამ იხილა არც ჰელსინკი იყო და არც კომისია - ეს იყო სტაჟიორების შეკრება და ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე, პრაქტიკულად, საკუთარ პრობლემებზე ეწუწუნნენ. რაც შეეხება განცხადებებს, ეს იყო პირდაპირ ეთერში საკუთარ პრობლემებზე ჩვენების მიცემა. სწორედ ამიტომ და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების გამო იღებს საქართველოს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს რომ საქართველო დავიცვათ ამ ტიპის უკანონო ჩარევებისგან“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გარდა ამისა, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა ხორვატიის პრეზიდენტის მიერ, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ „ეს არის ევროპის და ევროპელი მოქალაქეების ხმა“.

„მაშინ, როდესაც საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში იგერიებს ბრიუსელის ბიუროკრატების უსამართლო შეტევებს და კრიტიკას, სწორედ ეს არის ევროპის და ევროპელი მოქალაქეების ხმა. ეს არის ევროპული ინტერესები, რაც ხორვატიის პრეზიდენტმა გააჟღერა. სწორედ ამ აბსურდულ განსხვავებას ვხედავთ ხოლმე, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია სრულიად აცდენილია ევროპულ ინტერესებს მაშინ, როდესაც ევროპელებს და ევროპის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ დღეს ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა თუ რეალურად სად არის, რა არის ევროპა და რა არის ევროპული ხმა და ინტერესები საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს