ბესო შენგელია - დადასტურდა, რომ მამუკა მდინარაძე ნამდვილად იმყოფებოდა ამერიკაში და შეხვედრია ტულსი გაბარდს - ბატონმა მდინარაძემ იქნებ კეთილი ინებოს და ქართულ საზოგადოებას გაუმხილოს რა უთხრეს

ბატონმა მდინარაძემ იქნებ კეთილი ინებოს და ქართულ საზოგადოებას გაუმხილოს რა უთხრეს [აშშ-ში], დატუქსეს? თუ თავზე ხელი გადაუსვეს და მადლობა უთხრეს იმ ინფორმაციებისთვის, რაც საქართველოდან ჩაიტანა და ჩვენს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორებს მოახსენა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, მამუკა მდინარაძე ამერიკაში ტულსი გაბარდს შეხვდა, რომელიც დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრია და მის ადმინისტრაციაში იკავებს ეროვნული დაზვერვის დირექტორის უმაღლეს თანამდებობას.

„ბოლო-ბოლო დადასტურდა, რომ სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე ნამდვილად იმყოფებოდა ამერიკაში და შეხვედრია ტულსი გაბარდს. ვინც არ იცის, ტულსი გაბარდი არის დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი და მის ადმინისტრაციაში იკავებს ეროვნული დაზვერვის დირექტორის უმაღლეს თანამდებობას. ხომ წარმოგიდგენიათ იქ რა საუბარი გაიმართებოდა. ბატონმა მდინარაძემ იქნებ კეთილი ინებოს და ქართულ საზოგადოებას გაუმხილოს რა უთხრეს, დატუქსეს? თუ თავზე ხელი გადაუსვეს და მადლობა უთხრეს იმ ინფორმაციებისთვის, რაც საქართველოდან ჩაიტანა და ჩვენს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორებს მოახსენა“, - წერს ბესო შენგელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს