მინისტრი - ვაშენებთ ორ საუნივერსიტეტო ქალაქს, თბილისსა და ქუთაისს - უნდა გავაჩინოთ ძლიერი ბმა აკადემიურ პერსონალსა და უნივერსიტეტს შორის, რომ პროფესორებმა მთელი რესურსი კონკრეტულ უნივერსიტეტს დაუთმონ და სხვა რამით არ იყვნენ დაკავებული

უნდა გავაჩინოთ ძლიერი ბმა აკადემიურ პერსონალსა და უნივერსიტეტს შორის, რომ იქ მიღებულმა მაღალანაზღაურებადმა პროფესორებმა, მთელი თავისი დრო, რესურსი, ცოდნა და გამოცდილება დაუთმონ იმ კონკრეტულ უნივერსიტეტს და სხვა რამით არ იყვნენ დაკავებული, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მიქანაძის თქმით, მთავრობის მთავარი ხედვა ახლა ისაა, რომ ორ საუნივერსიტეტო ქალაქს - თბილისსა და ქუთაისს აშენებენ.

ამასთან, მიქანაძეს ჰკითხეს, რა ბედი ეწევა უნივერსიტეტების იმ ქონებას, რომელიც ფაკულტეტების გამოკლებიდან გამომდინარე, მას აღარ დასჭირდება, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.

„ჩვენი ხედვაა, რომ ვაშენებთ ორ საუნივერსიტეტო ქალაქს - თბილისი და ქუთაისი. ძირითადი მიმართულებები, ყველა იქ გადავა, როცა ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებით იქნება აშენებული. აქ სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია კითხვის დასმა თუ რატომ უნდა გადავიდნენ - იმიტომ უნდა გადავიდნენ, რომ ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურას, სადაც, ელემენტარულად, პერსონალს თავისი სამუშაო ოთახი ექნება და სახლში ან სხვა სამუშაოზე საუნივერსიტეტო საქმით არ იქნება დაკავებული. უნდა გავაჩინოთ ძლიერი ბმა აკადემიურ პერსონალსა და უნივერსიტეტს შორის, რომ იქ მიღებულმა მაღალანაზღაურებადმა პროფესორებმა, მთელი თავისი დრო, რესურსი, ცოდნა და გამოცდილება დაუთმონ იმ კონკრეტულ უნივერსიტეტს და სხვა რამით არ იყვნენ დაკავებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა ავითარებს ინფრასტრუქტურას, „რომლითაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ძალიან მცირე გადასახადით, მაღალი სტანდარტების საერთო საცხოვრებლით ისარგებლონ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს