ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტში საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა

გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტში „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვაზე, კორუფციის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის, გენდერული ძალადობის, ფემიციდის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და მიღწეულ შედეგებზე.

„გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი წარმოადგენს გაეროს ექსპერტებისაგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (ICESCR) შესრულებას წევრი სახელმწიფოების მიერ, განიხილავს მათ ანგარიშებს და სახელმწიფოებს აძლევს რეკომენდაციებს პაქტით გათვალისწინებული უფლებების უკეთ დაცვის თაობაზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს