განათლების მინისტრი - თუ ახალგაზრდები უნივერსიტეტში ვერ მოხვდებიან, ვთავაზობთ, მათი არჩეული პროფილის მიხედვით, სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში

თუ ახალგაზრდები სახელმწიფო უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტში ვერ მოხვდებიან, ჩვენ ავტომატურად ვთავაზობთ მათ, რომ მათი არჩეული პროფილის მიხედვით უსასყიდლოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სასწავლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მან განმარტა, სტუდენტს, რომელიც უნივერსიტეტში ვერ მოხვდება, რა შემთხვევაში შეეძლება მის მიერ არჩეული პროფილის მიხედვით, პროფესიულ სასწავლებელში უსასყიდლოდ სწავლის გაგრძელება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუკი მოკლე პერიოდში მოთხოვნილება რამეზე იქნება, კონკრეტულ პროფესიებზე, ამის გადამზღვევი ერთ-ერთი ფაქტორია პროფესიული მიმართულება, რომელსაც აქვს შედარებით მოკლევადიანი კურსები, რომელსაც შეუძლია დააკომპენსიროს. ჩვენ, აქ, ახალგაზრდებს ვთავაზობთ, რომ ის ანკეტები, რომელიც ძალიან მალე დამტკიცდება და გადაეცემათ სხვადასხვა უნივერსიტეტების და ფაკულტეტების ასარჩევად 2026-2027 წლებს ეროვნული გამოცდების კონტექსტში ჩასაბარებლად, იქ, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტები იქნება, მათ შესთავაზებენ, რომ სამი პროფესიული მიმართულებაც აირჩიონ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ახალგაზრდები სახელმწიფო უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტში ვერ მოხვდებიან, ჩვენ ავტომატურად ვთავაზობთ მათ, რომ მათი არჩეული პროფილის მიხედვით უსასყიდლოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სასწავლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში“, - განაცხადა მიქანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს