გიგა ზედანია - კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ბაზრის კვლევა, სადაც წერია, რამდენი ფილოსოფოსი, მენეჯერი, ინჟინერი და ბიოლოგი სჭირდება ქვეყანას, ცოტას მაინც გავიცინებთ - როცა გვეგონა, რომ ფსკერს მივაღწიეთ, ქვემოდან დააკაკუნეს

მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება განათლების სფეროში,- ასე აფასებს ილიაუნის პროფესორი, გიგა ზედანია უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის იმ ფაკულტეტების დაწესებას, სადაც მიღებას გამოაცხადებს.

გიგა ზედანია მოუწოდებს განათლების სამინისტროს, წარმოადგინოს კვლევა, რომლითაც გაირკვევა „რამდენი ფილოსოფოსი, მენეჯერი, ინჟინერი და ბიოლოგი სჭირდება ქვეყანას“.

„მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება განათლების სფეროში - როცა გვეგონა, რომ ფსკერს მივაღწიეთ, ქვემოდან დააკაკუნეს.

ისე, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ბაზრის კვლევა, სადაც წერია, რამდენი ფილოსოფოსი, მენეჯერი, ინჟინერი და ბიოლოგი სჭირდება ქვეყანას. ცოტას მაინც გავიცინებთ ამ მოჟამულ-მოშხამულ ატმოსფეროში.... ერთი ქვეყანა - ერთი უნივერსიტეტი - ერთი პროფესორი და ერთიც საპატიო პროფესორი“,- წერს გიგა ზედანია „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

მიქანაძის განმარტებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე. სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე. ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას. ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!