გრიგოლ გეგელია - ირანის დროშა ამ რეჟიმის სიმბოლოა

სიმბოლურია, რომ დღეს თბილისში ავტოკრატიული ირანის დროშის ფერები ანთია - როგორი ღირებულებითი გზავნილია ეს თბილისისგან იმ ირანელებისადმი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის თავისუფლებისთვის? რას ეუბნება ეს აშშ-ს, ევროპულ კავშირსა და სრულიად ცივილიზებულ თანამეგობრობას? - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია მთაწმინდაზე ანძის ირანის სახელმწიფო დროშის ფერებში განათებას.

მისი თქმით, საქართველო გადაიქცა ავტოკრატიების მოკავშირე სახელმწიფოდ, რომელიც „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ღირებულებებს უფრო იზიარებს, ვიდრე ვარშავის და ლონდონისა.

„სიმბოლურია, რომ დღეს თბილისში ავტოკრატიული ირანის დროშის ფერები ანთია. რეჟიმისა, რომელმაც რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი დახოცა და ათობით ათასი დაატყვევა.

ეს საუკეთესოდ ასახავს საქართველოს გადაგვარების გზას. იყო დრო, თბილისი რეგიონის თავისუფლების ცენტრი იყო, რომელსაც სხვადასხვა ავტოკრატიების მიერ დევნილი ადამიანები იმედის თვალით უყურებდნენ. მაგრამ, რუსეთის მსახურმა რეჟიმმა ამ კუთხითაც სრულიად მოსპო საქართველოს რეპუტაცია. საქართველო გადაიქცა ავტოკრატიების მოკავშირე სახელმწიფოდ, რომელიც „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ღირებულებებს უფრო იზიარებს, ვიდრე ვარშავის და ლონდონისა.

რაც მთავარია, ეს არის ქართული ღირებულებებისა და ტრადიციის სრული გადაგვარება, ამ ერის ისტორიული ცივილიზაციური და საგარეო პოლიტიკური ვექტორის სრული უარყოფა.

როგორი ღირებულებითი გზავნილია ეს თბილისისგან იმ ირანელებისადმი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის თავისუფლებისთვის? რას ეუბნება ეს აშშ-ს, ევროპულ კავშირსა და სრულიად ცივილიზებულ თანამეგობრობას?“, - აღნიშნა გეგელიამ.

11 თებერვალს, საღამოს, თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამ დღეს ირანმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღნიშნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს