მარია ზახაროვა - რუსეთი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება

რუსეთის დელეგაცია დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

„რუსეთი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „მშვიდობის საბჭოსთან“ დაკავშირებით რუსეთის პოზიციის „ფორმირება ჯერ კიდევ გრძელდება“.

გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო, თუმცა ვაშინგტონში წასვლას გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ახერხებს.

ცნობისთვის, „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა.

„მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზას რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს