ეროვნული ბანკი - საქართველოსთვის პირველად ხელმისაწვდომი ხდება ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.

CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.

შეთანხმების მიხედვით, სებ-მა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან. 2025 წლის 23 დეკემბერს კი ხელი მოეწერა CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში.

„ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარი უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკებისთვის, ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი არხია. აღნიშნულ ბაზარზე წვდომა გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიკაციასა და რისკების მართვის პროცესის ეფექტურობის ზრდას", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ბაზრის ათვისების მიზნით, შემდგომი ნაბიჯები განხორციელდება ეტაპობრივად და დაეფუძნება ბაზრის ოპერაციული გარემოს, ანგარიშსწორების მექანიზმების, სამართლებრივი ჩარჩოსა და რისკების შეფასებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს