მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში

ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელსაც მის პირად „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„ილიაუნი, რომელიც ჩემს დროს და ჩემი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა - იხურება. მოხდა ის, რასაც მე ვამბობდი და ვაფრთხილებდი, მათ ვისაც „გეპეის“ არ გაუქმება გაუხარდა.

აი, მიადგნენ ილიაუნის, შემდეგ ეგრევე მოჰყვება „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „თავისუფალი უნივერსიტეტი“. ამის შემდეგ „კავკასიის“ და სხვები.

ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში. ახლა კი წავიდეს ზოგიერთი და "ედებატონ" პითეკანთროპებს.

ამასობაში ჩვენთან ზეიმით აღნიშნეს აიათოლების ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავი”, - წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი