ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ილიაუნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლების ნაბიჯი უნივერსიტეტის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების დაზიანებას ნიშნავს.

ამასთან, აცხადებენ, რომ სტუდენტები მზად არიან პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან საჯარო დისკუსიისთვის.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ყველაზე ანტიეროვნული ნაბიჯი – გააუქმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. დააზიანა არაერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეურაცხყოფა მიაყენა ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს – სოხუმის უნივერსიტეტს. ისინი ამბობენ, რომ განათლების ხარისხს აუმჯობესებენ, თუმცა როგორი ნაბიჯებით? თსუ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც ყველა საერთაშორისო რეიტინგში ფიგურირებს. ილიას უნივერსიტეტის დახურვა თურმე განათლების დონის გაუმჯობესებაა – ეს ალოგიკური განცხადებაა.

მობრძანდეს ირაკლი კობახიძე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, ოღონდ პირდაპირ ეთერში. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ირაკლი კობახიძესთან. მზად ვართ დავუჯდეთ ე.წ. განათლების მინისტრს. ჩვენ ძალიან ბევრი მწვავე კითხვა გვაქვს, რომელზეც არცერთს არ ექნება პასუხები”, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ალექსანდრე რიგვავამ.

სტუდენტი ალექსანდრე რიგვავა ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება და უკან დახევას არ აპირებენ.

“ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. ეს არის ჩვენი იდენტობა. ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გვასწავლა და არ ვაპირებთ დათმობას. ვაპირებთ გამოვიყენოთ ბრძოლის ნებისმიერი ხერხი, რათა დავიცვათ ჩვენი უნივერსიტეტი, ქართული განათლების სისტემა და დავიცვათ ეროვნული ინტერესებს”, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ალექსანდრე რიგვავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი