ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძესთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და სარკინიგზო ტრანსპორტის ამერიკული მანქანათმშენებელი კორპორაციის Wabtec-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო მოთამაშის, როლს შუა დერეფანში.

„ერთ-ერთ ასეთ პროექტად დასახელდა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. აღინიშნა, რომ საქართველო მიმდინარე წელს 1 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს „საქართველოს რკინიგზის" სავაგონე და სალოკომოტივო პარკის განახლებისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რაშიც საქართველოს რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას უდიდესი წვლილი ენიჭება.

შეხვედრაზე კომპანია Wabtec-ის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოს რკინიგზის მიერ სალოკომოტივო პარკის განახლების პროექტთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რკინიგზა ამერიკულ კომპანიას მიაწვდის დეტალურ ინფორმაცია მომავალი შესყიდვის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, თბილისის ახალი აეროპორტი და სხვ.", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი