ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 15 თებერვალს საპროტესტო აქცია დააანონსეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა 15 თებერვალს, 15:00 საათზე განათლების რეფორმის საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს.

შეკრებილი სტუდენტები ითხოვენ, “განათლების რეფორმის უკან გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას”.

“დღეს “ქართულმა ოცნებამ” კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და სახელმწიფო უნივერსიტეტებს ჩამოართვა პროგრამების უმრავლესობა, მათ შორის, ილიაუნისაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტების ღირებულებას, იდენტობას და ილიასეულ თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეას.

შეკრებილი სტუდენტები ვითხოვთ, ე.წ. რეფორმის უკან გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას.

ასევე მოვუწოდებთ, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებლობისკენ - არ შეცვალოთ არსებული კურიკულუმები, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი. სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ, ჩვენს უკან არიან ჩვენი მშობლები, ოჯახები და საქართველოს წარსული.

კვირას, 15:00 საათზე, ვიკრიბებით “დედაენის ბაღში”, დედაენის მონუმენტთან. ძალა სტუდენტების ერთობაშია! დამხობა რეჟიმს და თავისუფლება სინდისის ტყვეებს!”,- განაცხადეს სტუდენტებმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი