ეკონომიკის მინისტრის მოადგილე „იგლ ჰილსზე“ - დაფიქსირდა ძალიან მაღალი მოთხოვნა, თითქმის 300 ერთეული იყო გამოტანილი, საიდანაც 60%-მდე ქართველებზე გაიყიდა - მაღალი დაინტერესება იყო უცხოელი ინვესტორების და მყიდველების მხრიდანაც

„კომპანია „იგლ ჰილსის" პროექტები იმ გეგმით ვითარდება, როგორც შეთანხმდა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის. რეალურად უფრო მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, ვიდრე პირველადი შეთავაზება იყო გაკეთებული კომპანიის მიერ, რაც ნამდვილად ცხადყოფს, რომ ინტერესი და ნდობა პროექტის მიმართ ძალიან მაღალია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, როგორც დაანონსებული იყო, „იგლ ჰილსის" პროექტების წინასწარი გაყიდვების პირველი ეტაპი ძალიან წარმატებული იყო.

„დაფიქსირდა ძალიან მაღალი მოთხოვნა. თითქმის 300 ერთეული იყო გამოტანილი - საიდანაც 60 პროცენტამდე ქართველებზე გაიყიდა. ასევე საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო უცხოელი ინვესტორების და მყიდველების მხრიდან. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო პროექტთან, მისი ფასების და მყიდველების ეროვნების ნაწილში, იყო სპეკულაცია და მას არ ედო საფუძვლად არავითარი არგუმენტი და დასაბუთება", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი ძალიან მასშტაბური და უპრეცედენტოა ინვესტიციის ზომის მიხედვით და წარიმართება იმავე პრინციპებით, როგორც ბევრი სხვა დეველოპერული პროექტი.

„დაინტერესება, რაც საქართველოს უძრავი ქონების მიმართ არსებობს უცხოელი ინვესტორების ან დაინტერესებული მხარეების მხრიდან, აბსოლუტურად ჯანსაღია და არავითარი ადგილი რაიმე ტიპის არაბიზაციას ან სხვა მოვლენებს ამ პროექტთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოში არ აქვს საფუძველი", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა, რომლის კომენტარსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი