მარინე ჩიტაშვილი - რეფორმა აბსურდია, „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი“ არსად არსებობს, ქართული „ნოუ-ჰაუა“, რომლის ავტორია კობახიძე - გაზრდის თუ არა განათლების ხარისხს? ჩემი პასუხია: მსოფლიო პრაქტიკამ არ იცის ასეთი შემთხვევა

„ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი“ ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს. ასეთი რომ არსებულიყო, ამის მაგალითს ირაკლი კობახიძე აუცილებლად მოიყვანდა. შესაბამისად, ეს არის ქართული „ნოუ-ჰაუ“, რომლის ავტორი გახლავთ კობახიძე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ჩიტაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს შემთხვევას, როდესაც მსგავსი მიდგომა განათლების ხარისხს აუმჯობესებს.

ჩიტაშვილის შეფასებით, გაუგებარია, რას ეფუძნება რეფორმა, თუ იგი საბოლოოდ დაასუსტებს ან დაშლის უნივერსიტეტს, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

„მიმდინარე რეფორმა, რომელიც გამოცხადებული იყო ჯერ კიდევ დეკემბერში, წარმოადგენს სრულ აბსურდსა და ნონსენს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი“ ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს. ასეთი, რომ არსებულიყო ამის მაგალითს ირაკლი კობახიძე აუცილებლად მოიყვანდა. შესაბამისად, ეს არის ქართული ნოუჰაუ, რომლის ავტორი გახლავთ კობახიძე. აქედან გამომდინარე, ეს გაზრდის თუ არა განათლების ხარისხს, ჩემი პასუხი გახლავთ ის, რომ მსოფლიო პრაქტიკამ არ იცის ასეთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხის ზრდაზე. ამასთან, ეს არის საღ აზრთან წინააღმდეგობაში და წარმოადგენს სრულიად გაუგებარ, ირაციონალურ აზრს.

კობახიძე ამბობს, რომ მას უნდა ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ ისეთი დონის განათლება, როგორიც არის საერთაშორისო რეიტინგებში მყოფ უნივერსიტეტებში. ამ წუთას საქართველოდან სამი უნივერსიტეტი არის, მათ შორის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აკადემიურ სფეროში აღიარებული სისტემაში ყველაზე წინ არის წასული. ჩემი შეკითხვაა, რას ეფუძნება ირაკლი კობახიძის მიერ შემოთავაზებული რეფორმა, რომ ამით ის ქართულ სტუდენტებს მისცემს საშუალებას მიიღოს უკეთესი განათლება, რაც ამჟამად ისედაც გვაქვს, იმით რომ ის საბოლოოდ ანგრევს ან შლის იმ უნივერსიტეტს, რომელსაც ამ წუთას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ამრიგად, კობახიძის ნათქვამი არანაირ კავშირში არ არის საქართველოსთან არსებულ რეალობასთან. ის უბრალოდ ახორციელებს უმაღლესი განათლების საწინააღმდეგოდ მიმართულ რეფორმას, რომელსაც მოჰყვება უნივერსიტეტების ნგრევა და განათლების ხარისხის დაცემა მთელ საქართველოში“, - განაცხადა მარინე ჩიტაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე შელახულია უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება. ჩიტაშვილი აცხადებს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ კონსტიტუციის 27-ე მუხლი დაარღვია, რომელიც განათლების უფლებასა და აკადემიურ თავისუფლებას ეხება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი