დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება - ეს სხვა ისტორია იქნება

ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ირანელებთან იმდენ ხანს ისაუბრებს, რამდენიც სურს.

“შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ [ირანთან]. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ტრავმული იქნება, მაგრამ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. პირველ ჯერზე უნდა გავაფორმოთ შეთანხმება.

თუ შეთანხმებას არ მიაღწევენ, მაშინ ეს სხვა ისტორია იქნება.

გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბიბი ნეთანიაჰუსთან და მას ესმის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.

თუ ირანთან შეთანხმება ძალიან სამართლიანი და ძალიან კარგი არ იქნება, მაშინ, ჩემი აზრით, მათთვის ძალიან რთული დრო დადგება…

იმდენ ხანს ველაპარაკები მათ [ირანელებს], რამდენიც მინდა და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა მათთან შეთანხმების მიღწევა. თუ ვერ შევძლებთ, მაშინ ძალიან რთული იქნება მათთვის. არ ველოდები ამას”, - განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი