The Atlantic - ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ურჩევნია საერთოდ არ დათანხმდეს შეთანხმებას, ვიდრე თავისი ხალხი აიძულოს, ცუდი შეთანხმება მიიღოს

დონალდ ტრამპისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეჩერებაზე დიდი გამარჯვება არ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია ომის აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე დასრულებაა.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკის ახლო წრიდან ზოგიერთი შეშფოთებულია, რომ მის მიერ შეთანხმების მიღწევის ფანჯარა იხურება და რომ უკრაინას ბრძოლის წლების განმავლობაში გაგრძელება მოუწევს, თუ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები ამ გაზაფხულზე არ დასრულდება.

„თუმცა, ზელენსკიმ მითხრა, რომ ურჩევნია საერთოდ არ დათანხმდეს შეთანხმებას, ვიდრე თავისი ხალხი აიძულოს, ცუდი შეთანხმება მიიღოს. ოთხწლიანი ინტენსიური ომის შემდეგაც კი, ის ამბობს, რომ მზადაა გააგრძელოს ბრძოლა, თუ ეს ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. „უკრაინა არ აგებს“, - განაცხადა მან ხაზგასმით, როდესაც ვთხოვე, ბრძოლის ველზე მათი პოზიცია შეეფასებინა“, - წერს სტატიის ავტორი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი