ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - მოკავშირეებმა უკრაინას 35 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღუთქვეს

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს მოკავშირეებმა ქვეყანას 35 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება აღუთქვეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონტაქტო ჯგუფის მისია უცვლელი რჩება - მხარი დაუჭიროს უკრაინას დღევანდელ ბრძოლაში და ხელი შეუწყოს მშვიდობის უზრუნველყოფას ხვალ.

„შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი უკრაინას 35 მილიარდი დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრამ პუტინს ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა.

„ასეთი ერთიანი და მტკიცე არასდროს ვყოფილვართ. გავზრდით სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, გავზრდით ზეწოლას რუსეთზე და გვსურს, რომ 2026 წელი იყოს ამ ომის დასრულების წელი, წელი, როდესაც მშვიდობას მივაღწევთ“, - აღნიშნა ჰილიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი