მარკო რუბიო - ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციას დაესწრება და მისი ნახვის შანსიც იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„ვფიქრობ, ის იქ იქნება და მისი ნახვის შანსიც იქნება. ვფიქრობ, ეს ჩემს გრაფიკშია, 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოვიქცევით“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს მიუნხენში გამგზავრებამდე.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რუბიომ განაცხადა, რომ ეს საშინელებაა.

„ეს ომია. სწორედ ამიტომ გვინდა ომის დასრულება. ხალხი იტანჯება. წელიწადის ყველაზე ცივი დროა. წარმოუდგენელია. სწორედ ეს არის ომების პრობლემა. სწორედ ამიტომ არის ომები ცუდი და სწორედ ამიტომ ვმუშაობდით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა ეს საკითხი ბოლომდე მიგვეყვანა“, - განაცხადა რუბიომ.

შეგახსენებთ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს იმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს