მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ უნგრეთთან და სლოვაკეთთან რუსული ენერგომატარებლების შეძენის შეწყვეტის საკითხს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი უნგრეთთან და სლოვაკეთთან რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმის საკითხს განიხილავს.

კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა აშშ უნგრეთს და სლოვაკეთს, შეწყვიტონ რუსული ენერგომატარებლების შეძენა, რუბიომ უპასუხა, რომ შესაბამისი მოლაპარაკებები გაიმართება.

„ჩვენ მათთან ამაზე საუბარი გვექნება. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს. დეტალებში არ შევალ იმის შესახებ, თუ რაზე ვისაუბრებთ ამ შეხვედრებზე. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენთან ერთად ძალიან ძლიერები არიან, თანამშრომლობენ შეერთებულ შტატებთან, ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან. ეს კარგი შესაძლებლობა იყო, მენახა ისინი და ორი ქვეყანა, სადაც არასდროს ვყოფილვარ“, - აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის, რუბიო მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 13-15 თებერვალს იმართება, გერმანიაში გაემგზავრა. შემდეგ, 15-16 თებერვალს, სახელმწიფო მდივანი ბრატისლავას და ბუდაპეშტს ეწვევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს