შსს - დაკავებულია იორდანიის მოქალაქე, რომელიც სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ და მათზე ფიზიკურად ძალადობდა, იმ შემთხვევაში კი, თუ ამის შესახებ სხვას მოუყვებოდნენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ და მათზე ფიზიკურადაც ძალადობდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული წინასწარი შეცნობით, სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ.

გარდა ამისა, დგინდება, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს